logo
ENG



საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში სააკაშვილის შტაბი გაიხსნება

02 მარ 202012:22
3 წუთის საკითხავი
 

საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში დღეს მიხეილ სააკაშვილის შტაბი გაიხსნება. პრეზენტაცია საღამოს არის დაგეგმილი.

შტაბი ახალგაზრდებისა და დაინტერესებული მოქალაქეების პოლიტიკურ პროცესებში აქტიურად ჩართვას, ასევე საარჩევნოდ დამკვირვებლების მომზადებას ისახავს მიზნად.

„შტაბის ფუნქცია არის ახალგაზრდების და პოლიტიკურ პროცესებში არჩართული აქტივისტების პოლიტიკურ პროცესებში ჩართვა. ის ღია იქნება ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის, ნებისმიერი ჯგუფებისთვის. შეიკრიბება ბევრი სხვადასხვა ადამიანი, ვისაც გარკვეული ინტერესები აქვს პოლიტიკურ პროცესებში ჩართვის სხვადასხვა ფორმით. შტაბის ხელმძღვანელი თავისთავად იქნება მიხეილ სააკაშვილი, ჩვენ უბრალოდ მას გავუწევთ ადმინისტრირებას“, - განაცხადა საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის განვითარების ხელმძღვანელმა, ლანა ღვინჯილიამ.

შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილმა შტაბის გახსნა რამდენიმე კვირის წინ, სოცილური ქსელით დააანონსა. 


close დახურვა