საპროკურორო საბჭომ გენერალური პროკურორობის კანდიდატად 11 ხმით ერთის წინააღმდეგ, ირაკლი შოთაძე შეარჩია. კენჭისყრაში მონაწილეობას 12 პირი ირებდა. ერთი ხმა სოფიო შენგელიამ მიიღო. საბჭოს ერთი წევრის კუთვნილი ბიულეტენები კი გაუქმდა, რადგან ის არ იმყოფებოდა კენჭისყრაზე.
შემდგომ ეტაპზე შოთაძის კანდიდატურა პარლამენტს განსახილველად გადაეგზავნება. სწორედ პარლამენტში ჩატარებული კენჭისყრის საფუძველზე შოთაძე გენერალურ პროკურორად დაინიშნება.
კენჭისყრაში მონაწილეობას გენერალური პროკურორობის 4 კანდიდატი იღებდა, ესენი არიან: ვალერიან ვაჭარაძე, დარიკო თორდია, სოფიო შენგელია და ირაკლი შოთაძე. კენჭისყრა ფარული იყო და ის გენერალურ პროკურატურაში ჩატარდა.
აღსანიშნავია, რომ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები შოთაძის კანდიდატურას ღიად უჭერენ მხარს. მისი მხარდამჭერი განცხადება დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმაც გააკეთა.
კანდიდატის შერჩევის პარალელურად უწყების შენობასთან "ადამიანის უფლებათა ცენტრი" საპროტესტო აქციას მართავდა.