logo
ENG



საპროტესტო აქცია აჭარის მთავრობის შენობის წინ - დაკავებულია 30-მდე ადამიანი

27 მაი 202020:17
3 წუთის საკითხავი
clock 822

პირველი მასშტაბური აქცია და საპროტესტო მსვლელობა საგანგებო მდგომარეობის დასრულების შემდეგ, საერთო ჯამში აქციაზე 30-მდე აქციის მონაწილე დააკავეს. ამ წუთებში მოსახლეობა ბათუმის ცენტრშია შეკრებილი. ხმაური და დაპირისპირება დღეს რამდენიმე საათის განმავლობაში გრძელდებოდა. აჭარის მთავრობის შენობის წინ დაწყებულ საპროტესტო აქციაზე სამართალდამცველებსა და მომიტინგეებს შორის ფიზიკური დაპირისპირებაც იყო. 

აქციის მონაწილეები ელდარ ანთაძის და რეზო წულუკიძის წინასწარი პატიმრობიდან გათავისუფლებას მოითხოვენ. ოჯახის წევრების თქმით, მათ ბრალი მტკიცებულებების არქონის მიუხედავად წარუდგინეს და პოლიტიკური ნიშნით დააკავეს.

აქციის მონაწილეებმა ბათუმში რუსთაველის გამზირის გადაკეტვა სცადეს, რასაც სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მოჰყვა.

მათი თქმით, ხელისუფლება სპორტსმენებს საარჩევნო კამპანიაში ჩართვას სთხოვდა, თუმცა უარის მიღების შემდეგ ხელისუფლებამ სპორტსმენებს ბუნტი სპეციალურად მოუწყო. 

დღეს მთელი დღის განმავლობაში აჭარის მთავრობის შენობასთან ხულოს მოსახლეობა იყო შეკრებილი. ამ დროისთვის სიტუაცია დასტაბილურებულია. ადგილზე სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლების დიდი რაოდენობაა მობილიზებული.

ერთ-ერთი აქციის მონაწილე აცხადებს, რომ უახლოეს მომავალში ისინი სამართალდამცველებს შეხვდებიან, სადაც დაკავებული პირების გათავისუფლებაზე ისაუბრებენ.

„პოლიციის მხრიდან იყო გადაცდომა, ქალებიც არ დაინდეს. წინა დაკავებული ხალხი ვიცი, რომ უდანაშაულოდ დაიჭირეს. ეხლა ეს ახალი დაკავებულები უდანაშაულოდ დაიჭირეს თუ არ დაიჭირეს უნდა გავერკვე“, - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ. 


close დახურვა