საპროტესტო აქცია ბარსელონაში გვიანობამდე გრძელდებოდა. კატალონიის დამოუკიდებლობის მომხრეები, რეგიონში ესპანეთის სამეფო ოჯახის ვიზიტს აპროტესტებდნენ. აქცია მშვიდობიანი იყო. მონარქიის საწინააღმდეგო შეძახილებით ბარსელონას ცენტრალურ გამზირზე ასობით ადამიანი შეიკრიბა. მეფე ფილიპეს ვიზითან დაკავშირებით, ბარსელობნაში უსაფრთხოების საგანგებო ზომები მოქმედებს. სამეფო ოჯახი კატალონიაში ერთ-ერთ საზეიმო დაჯილდოებაზე დასასწრებად იმყოფება.