საპროტესტო აქცია ჰონგ-კონგში პოლიციამ ისევ ძალის გამოყენებით დაშალა. აკრძალვის მიუხედავად, ჰელოუინის დღესასწაულზე ანტისამთავრობო გამოსვლების მონაწილეები ქუჩაში კვლავ ნიღბებით გამოვიდნენ.
სამართალდამცველებმა მომიტინგეების წინააღმდეგ ცრემლმდენი გაზი გამოიყენეს. დააპატიმრეს რამდენიმე დემონსტრანტიც.
აქციები ჰონგ-კონგში 5 თვეა მიმდინარეობს. არეულობამ რეგიონის ეკონომიკაც დააზარალა. ბოლო 10 წლის განმავლობაში პირველად ჰონგ-კონგის ეკონომიკურმა მაჩვენებელმა სამი პროცენტით დაიწია.