logo
ENG



საპროტესტო აქციაზე დაკავებულ 8 ადამიანს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა

06 დეკ 202419:27
3 წუთის საკითხავი
 
2024/12/06/1ihe1vevrzltvd2.png

საპროტესტო აქციის დროს დაკავებულ 8 ადამიანს პატიმრობა შეუფარდეს.

გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ მიიღო. საქმის პროკურორები არიან ვაჟა თოდუა და შმაგი გობეჯიშვილი.

შსს-ს ცნობით, ბრალდებულები, რომლებსაც პატიმრობა შეუფარდეს, არიან: ვეფხია კასრაძე, ვასილ კაძელაშვილი, გიორგი გორგაძე, ირაკლი მიმინოშვილი, ისაკ ალიევი, თორნიკე გოშაძე, ზვიად ცეცხლაძე და ნიკოლოზ ჯავახიშვილი.

მათ პროკურატურა სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე და 18, 229-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავება, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას და ხელმძღვანელობას, ასევე ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობასა და აფეთქების მომზადებას გულისხმობს.

ერთ-ერთი დაკავებულების ადვოკატის თქმით, ერთადერთი, რასაც მის დაცვის ქვეშ მყოფებს ედავებიან, არის ქვის სროლა. 

ბოლო ინფორმაციით, სისხლის სამართლის კოდექსით დაკავებულია 26 ადამიანი.

 

 

 

 

 


close დახურვა