logo
ENG



საპროტესტო მსვლელობა კატალონიაში

18 ოქტ 201914:26
3 წუთის საკითხავი
 
0yzat4ftx1esgsy.jpg

კატალონიაში მასშტაბური  საპროტესტო მსვლელობა დაიწყო. ათასობით ადამიანი მონაწილეობს მსვლელობაში, რომელიც რეგიონის 5 ქალაქიდან ბარსელონის მიმართულებით მიმდინარეობს. აქციის გამო კატალონიაში მთავარი მაგისტრალები გადაიკეტა. მსვლელობის მონაწილეები ესპანეთის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომელმაც რეგიონის  ყოფილ ლიდერებს პატიმრობა მიუსაჯა. კატალონიის კიდევ ერთი ყოფილი ლიდერი კარლეს პუჩდემონი ბრიუსელის პოლიციის განყოფილებაში დღეს ნებაყოფლობით გამოცხადდა. ესპანეთის პოლიციამ გასულ კვირას მისი დაკავების საერთაშორისო ორდერი გასცა.

 


close დახურვა