სარაგბო კლუბი „ბათუმი“ საფეხბურთო გუნდ “ბათუმის დინამოს“ სოლიდარობას უცხადებს. საქმე ეხება ეროვნულ ლიგაში გამართულ შეხვედრას „ჩიხურასა“ და „ბათუმის დინამოს“ შორის, როდესაც მსაჯმა ბათუმელთა სასარგებლოდ თერთმეტმეტრიანი დარტყმა არ დანიშნა, რამდენიმე საკამათო გადაწყვეტილება მიიღო და გუნდმა 2-0 წააგო. ბათუმის სარაგბო გუნდმა სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ მსგავსი ფაქტები არ უნდა ხდებოდეს და მსაჯის არაპროფესიონალიზმი შედეგზე არ უნდა აისახებოდეს. ბათუმელმა მორაგბეებმა „ლოკომოტივთან“ გამარჯვება სწორედ თანაქალაქელ ფეხბურთელებს მიუძღვნეს.