წუხელ უკრაინული Storm Shadow-ის ტიპის საკრუიზო რაკეტებით სევასტოპოლის გემთსაშენზე თავდასხმა განხორციელდა. ინფორმაციას რუსი სამხედრო ბლოგერი რიბარი ადასტურებს.
მისივე მტკიცებით, საჰაერო თავდაცვამ შეძლო შვიდი რაკეტის ჩამოგდება, ხოლო დანარჩენი სამის დარტყმის შედეგად დაზიანდა სადესანტო ხომალდი "მინსკი" და წყალქვეშა ნავი "როსტოვ-დონი", რომლებიც პორტში იმყოფებოდნენ.
"დიდი შესვენების შემდეგ, ყირიმზე საკრუიზო რაკეტებით შეტევები განახლდა. ძალიან დიდი ალბათობით, თავდასხმები უახლოეს დღეებშიც გაგრძელდება (და არა მხოლოდ სევასტოპოლში)", - თქვა ბლოგერმა.
ცნობილია, რომ "როსტოვ-დონი" არის თანამედროვე წყალქვეშა ნავი, რომელსაც შეუძლია მსხვილი კალიბრის საკრუიზო რაკეტების გადატანა.
ამ დრომდე არ ვრცელდება ინფორმაცია მიყენებული ზიანის შესახებ.