თბილისის საქალაქო სასამართლოში, დღეს, მიხეილ კალანდიას საქმის განხილვა გაგრძელდება. კალანდიას დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობა ედება ბრალად.
შეგახსენებთ, რომ 51-ე სკოლის მოსწავლეებს შორის დაპირისპირება ხორავას ქუჩაზე 2017 წლის პირველ დეკემბერს მოხდა, რა დროსაც ორი არასრულწლოვანი, დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი დაჭრეს. დადუნაშვილი ადგილზე გარდაიცვალა. სარალიძის გადასარჩენად კი ექიმები რამდენიმე საათის განმავლობაში იბრძოდნენ. ის 2 დეკემბერს დაიღუპა.