სართიჭალაში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა. შემთვევის შედეგად კიდევ ერთი პირია დაშავებული.
შინაგან საქმეთა სამინისტროში ფორმულას უთხრეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.