სარკინიგზო ავარიას ავსტრალიაში 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ინციდენტის შედეგად არიან დაშავებულებიც.
პოლიციის განმარტებით, სიდნეიდან მელბურნის მიმართულებით მოძრავი სამგზავრო მატარებელი რელსებიდან მოულოდნელად გადავიდა, რასაც მემანქანეების სიცოცხლე შეეწირა. ინციდენტის დროს მატარებელში 153 მგზავრი იმყოფებოდა. უბედური შემთხვევის გამომწვევი მიზეზი უცნობია.