logo
ENG



სარფში 49 ტონა სასურსათო კარტოფილში მავნე ორგანიზმები აღმოაჩინეს

13 დეკ 201911:08
3 წუთის საკითხავი
 
dirxihuxgpef5ct.jpg

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, საბაჟო გამშვებ პუნქტში „სარფი“, თურქეთის მხრიდან 49 ტონა სასურსათო კარტოფილი შემოვიდა, რომელშიც მავნე ორგანიზმები აღმოაჩინეს.

„ფიტოსანიტარიული სასაზღვრო კონტროლის ფარგლებში, აღნიშნული საქონელი, საკარანტინო მავნე ორგანიზმებზე ლაბორატორიულ კვლევას დაექვემდებარა. კვლევის შედეგად, პროდუქტში საკარანტინო ობიექტის, კარტოფილის რგოლური სიდამპლის (Clavibacter Michiganensis Subsp. Sepedonicus) არსებობა დადასტურდა. აღნიშნული ტვირთი, უკან, ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა“, - ნათქვამია განცხადებაში.


close დახურვა