ღარიბაშვილის წინააღმდეგ სარჩელს ამზადებს გუბაზ სანიკიძე. საკანონმდებლო ორგანო ორი დღის წინ სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების სივრცე იყო. გინება და ჩხუბი მას შემდეგ დაიწყო, რაც ოპოზიციონერი დეპუტატის გამოსვლას პრემიერი თავდასხმითა და შეურაცხყოფით გამოეხმაურა. სანიკიძე არ აპირებს, უპასუხოდ დატოვოს ბრალდებები მოსყიდვის შესახებ.