logo
ENG



სარჯველაძე: გასული დღე-ღამის განმავლობაში, აქციებიდან კლინიკებში 37 ადამიანი გადაიყვანეს

02 დეკ 202413:46
3 წუთის საკითხავი
 
2024/12/02/sjpg5gklpt5cd3x.jpg

ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში, აქციიდან კლინიკებში 37 ადამიანი გადაიყვანეს.

სარჯველაძის მტკიცებით, დაშავებულ მოქალაქეებს სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიში დაზიანებები არ აქვთ, თუმცა პოლიციელების ტრავმები საკმაოდ მძიმეა.

"ამ დროისთვის, გასული ღამის განმავლობაში, კლინიკებში 37 ადამიანი იქნა გადაყვანილი. არცერთ მათგანთან მიმართებით არ არის რაიმე სახიფათო და საყურადღებო ვითარება. ამ 37 ადამიანიდან, 24 ადამიანი არის აქციის მონაწილე, 12 ადამიანი პოლიციელი, რომელიც ასევე იქნა გადაყვანილი. უნდა ვთქვათ, რომ საკმაოდ მძიმეა ის ტრავმები, რომლითაც შედიან პოლიციელები, მათ მოქალაქეებზე მეტად აქვთ ტრავმები. პოლიციელებს აღენიშნებათ ტრავმები, რომელიც გამოწვეულია, მათ შორის, მძიმე მეტალის ნივთების სროლით და ა.შ. საკმაოდ საყურადღებო და სახიფათო ტრავმებზეა საუბარი.

ყველას მოვუწოდებ დავიცვათ არა უბრალოდ მშვიდობა და მართლწესრიგი, არამედ ერთმანეთის ჯანმრთელობა. მნიშვნელოვანია, ყველას კარგად ესმოდეს, რომ პიროტექნიკის დამიზნებით სროლა ადამიანისთვის, მაშინ როცა არაერთხელ გვისაუბრია საზოგადოებას იმასთან დაკავშირებით, რომ ეს სახიფათო პროდუქტია, საზიანოა. ფრთხილად უნდა იყვნენ ადამიანები, რათა გაუფრთხილდნენ სხვა ადამიანების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას", - აღნიშნა სარჯველაძემ.

 

 


close დახურვა