logo
ENG



სარჯველაძის თქმით, დაუყოვნებლივ რეაგირებას ადამიანების გადარჩენაზე გავლენა არ ექნებოდა

08 აგვ 202317:34
3 წუთის საკითხავი
 
სარჯველაძის თქმით, დაუყოვნებლივ რეაგირებას ადამიანების გადარჩენაზე გავლენა არ ექნებოდა

ქართული ოცნების დეპუტატის, მიხეილ სარჯველაძის მტკიცებით, მას არ ჰგონია, რომ დაუყოვნებლი რეაგირებას ადამიანების გადარჩენაზე რაიმე გავლენა მოეხდინა. 

მისი თქმით, ყველა ადამიანი გადარჩა, ვინც მასამ არ დაფარა.

სარჯველაძის განცხადებით, ვერ ხედავს ახსნას, 15 წუთში დაიწყებდნენ ძებნას თუ 1 საათში, ეს რა გავლენას მოახდენდა.

"ვინც უშუალოდ არ დაფარულა [მასით], ყველა გადარჩა. იქ ხომ არც ერთი ასეთი შემთხვევა არ ყოფილა, რომელიც რამდენიმე საათის მოგვიანებით შეიძლება, აღმოჩენილიყო დაღუპული და ა.შ. გულწრფელად რომ გითხრათ, ვერ ვხედავ ახსნას, როგორ შეიძლება ეს არგუმენტირებული იყოს, რომ მაგალითად 15 წუთში დაიწყებდი ძებნას თუ 1 საათში იმ მასის გათვალისწინებით, ამას რა გავლენა შეიძლება ჰქონოდეს პერსპექტივების თვალსაზრისით. 

ვინც იმ წუთას იყო ისეთ ადგილას, სადაც აი, ამ მასამ არ დაფარა, ისეთი ადამიანი გადარჩა. თქვენ რომ გქონდეთ შემთხვევა, რომ მაგალითად იქ მატულობდა დროთა განმავლობაში რაღაც მასა და მომენტალურად რაც არ ჩამოწვა, ამ შემთხვევაში აზრი ექნებოდა ამ ლაპარაკს, ასე ხომ ნამდვილად აზრი არ აქვს. იქ რაც მოხდა იმ წუთებში, იქ დაუყოვნებლივ რეაგირებას არ მგონია, რომ გავლენა ჰქონოდა რომელიმე ადამიანის [გადარჩენაზე]" - ამბობს სარჯველაძე.

შოვში მომხდარი სტიქიის შემდეგ საქართველოს მთავრობას დაგვიანებული რეაქციის გამო აკრიტიკებენ. მთავრობა ამ კრიტიკას არ იღებს და ამბობს, რომ პირიქით, სამუშაოები დაუყოვნებლივ დაიწყო. რაც შეეხება უშუალოდ პროცესში ვერტმფრენების ჩართვას, პარლამენტის თავმჯდომარემ თქვა, რომ "სულ რაღაც 3 საათში მივიდა ვერტმფრენი".


close დახურვა