შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელს COVID-19 დაუდასტურდა.
შსს-ს ინფორმაციით, ინფიცირებული სამსახურებრივი მივლინებით აჭარაში იმყოფებოდა.
"მესაზღვრის ტესტის პასუხი გუშინ გახდა ცნობილი. ინფიცირებული თანამშრომელი სამუშაო ადგილზე, ჯავა-ონის სამმართველოში არ დაბრუნებულა, შესაბამისად, თანამშრომლებთან კონტაქტი არ ჰქონია. მესაზღვრე ქუთაისის კლინიკურ საავადმყოფოში მკურნალობს". - წერია შსს-ს ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, საქართველოში კორონავირუსის 187 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 46 ადამიანი.