logo
ENG



სასამართლო დეკანოზ გიორგი მამალაძისთვის სასჯელის გადავადებაზე ხვალ იმსჯელებს

26 თებ 202017:12
3 წუთის საკითხავი
 

თბილისის საქალაქო სასამართლო დეკანოზ გიორგი მამალაძისთვის სასჯელის გადავადების საკითხზე ხვალ იმსჯელებს. პროცესი 13:00 საათზეა ჩანიშნული. 

მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა ისევ მძიმეა. ოჯახი მისთვის სასჯელის გადავადებას ითხოვს და აცხადებს, რომ დეკანოზს ზედა და ქვედა კიდურები პარალიზებული აქვს.

„ის, რომ ჩემი ძმა არის მართალი, გასაჩივრებულია სტრასბურგში და ველოდებით მათგან პასუხს, როდის ჩაინიშნება სხდომა. დარწუნებული ვარ, რომ სტრასბურგი მიიღებს ადეკვატურ გადაწყვეტილებას. ის არის ნეიტრალური პოზიციის მქონე, ამიტომ დარწმუნებული ვარ, ადრე თუ გვიან დავამტკიცებთ, რომ ჩემი ძმა არის უდანაშაულო, უბრალოდ ამ მომენტში გვსურს, რომ ჩემი ძმის უსაფრთხოებას ხელი შევუწყოთ და ვუმკურნალოთ, რაც ამ დაწესებულებაში ვერ ხერხდება და იმედი მაქვს, სასამართლო ამჯერად მაინც გაითვალისწინებს ჩვენს თხოვნას“, - განაცხადა დეკანოზის ძმამ, თორნიკე მამალაძემ. 

დეკანოზთან დაკავშირებით დღეს კომენტარი გააკეთა გორისა და ატენის მიტროპოლიტმაც. 

„პირადად მე ველოდებოდი ქალბატონი პრეზიდენტისაგან, რომ გათვალისწინებული იქნებოდა სინოდის მიმართვა და ამას დღესაც ველოდები, რომ იქნება გამოჩენილი სულგრძელობა და გაითვალისწინებენ სინოდის თხოვნას მის შეწყალებასთან დაკავშირებით“, - განაცხადა მიტროპოლიტმა ანდრიამ.

შეგახსენებთ, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძე მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მოწამვლის მცდელობის ბრალდებით 2017 წლის 10 თებერვალს დააკავეს. მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, ჩხრეკისას დეკანოზს მომწამვლელი ნივთიერება, ნატრიუმის ციანიდი აღმოაჩნდა. 


close დახურვა