ნახავს თუ არა ხვალ ხალხი მიხეილ სააკაშვილს. ხანგრძლივი პაუზის შემდეგ საზოგადოებამ დღეს მესამე პრეზიდენტის ხელნაწერი წაიკითხა. პატიმარი პალატიდან წერს, რომ თავის სასამართლო პროცესზე დასწრება სურს, მიუხედავად ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობისა. ხვალ სასამართლო მსჯელობას იწყებს პატიმრისთვის სასჯელის გადავადების ან სრულად გათავისუფლების საკითხზე.