იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სასამართლოს დამოუკიდებელ ინსპექტორად ზურაბ აზნაურაშვილი აირჩიეს. თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ყოფილი ინსპექტორი, ქეთევან ცინცაძე უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლედ აირჩეს.
ინსპექტორის თანამდებობაზე 8 კანდიდატი განიხილებოდა, თუმცა არცერთი მათგანის ვინაობა საზოგადოებისთვის ცნობილი არ იყო, რის გამოც არასამთავრობოები პროცესის გაუმჭვირვალობაზე საუბრობენ.
ზურაბ აზნაურაშვილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის კონკურსში იღებდა მონაწილეობას და ერთ-ერთი ხმაურიანი კანდიდატი იყო იმიტომ, რომ ის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის თამარ ონიანის მაზლია.
ზურაბ აზნაურაშვილი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსი იყო.