logo
ENG



სასამართლო სხდომა სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების საქმეზე

27 იან 202320:21
3 წუთის საკითხავი
 

მიხეილ სააკაშვილი იმდენად დამძიმდა, რომ გადაადგილებას ვერც დამხმარე საშუალებით ახერხებს. ასეთია პალატიდან გამოტანილი ინფორმაცია. ამ ფონზე მესამე პრეზიდენტის სასჯელისგან გათავისუფლების ან გადავადების საკითხზე მსჯელობა სასამართლო სხდომებზე გრძელდება. დღეს კიდევ ერთმა უცხოელმა ექსპერტმა დაადასტურა, რომ სააკაშვილი არსებულ პირობებში ვერ გამოჯანმრთელდება. პირიქით, ფსიქიატრისა და ნევროლოგის დასკვნით, მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდება. დღეს განხილვის საგანი გახდა იუსტიციის მინისტრის განცხადებაც, რომელმაც სამხარაულის ექსპერტიზაზე დაყრდნობით, ცენტრ ემპათიის დასკვნა არასარწმუნოდ გამოაცხადა. სწორედ სამხარაულის დასკვნის საქმისთვის დართვას მოითხოვს პენიტენციური სამსახური. 


close დახურვა