logo
ENG



სასამართლოდან გაქცეულ პატიმარს ამ დრომდე ეძებენ

15 ივლ 202020:00
3 წუთის საკითხავი
 

სასამართლოდან გაქცეულ პატიმარს ამ დრომდე ეძებენ, პროკურატურამ საქმეზე გამოძიების დაწყების შესახებ ინფორმაცია მხოლოდ მას შემდეგ დაადასტურა, რაც ფორმულამ სკანდალური ფაქტი ექსკლუზიურად გაასაჯაროვა. ირკვევა, რომ საგამოძიებო უწყება პატიმრის ბრალეულობასაც იკვლევს და იმ სამი სამართალდამცველის დანაშაულსაც, ვისი თანდასწრებითაც ბრალდებულმა სასამართლოს ეზოდან გაუჩინარება შეძლო. 

ბრალი ძალოვნებისთვის ჯერჯერობით არ წაუყენებიათ, უცნობია, შეუჩერდათ თუ არა მათ სამსახურებრივი უფლებამოსილება. სამოქალაქო სექტორში აცხადებენ, რომ გაქცევა სასამართლოდან ძალოვანი უწყებების სისტემურ პრობლემებს ამხელს. მთავარი ხარვეზი კი რაც ამ დღეებში გამოჩნდა, პროკურატურის მხრიდან ინფორმაციის დამალვაა. პატიმარი 10 ივლისს გაიქცა, ფორმულას მიერ მომხდარის გაშუქებამდე, ყველა საჯარო უწყება დუმდა. 

დეტალები ნახეთ "ფორმულა ნიუსის" 20:00-საათიან გამოშვებაში. 


close დახურვა