logo
ENG



სასამართლომ 4 ოქტომბრის მოვლენებზე დაკავებულ 4 პირს პატიმრობა შეუფარდა

08 ოქტ 202517:37
3 წუთის საკითხავი
 
2025/10/08/tgire2y8k7b5n3j.jpg
TV პირველი screen

თბილისის საქალაქო სასამართლომ 4 ოქტომბრის მოვლენებზე დაკავებულ 4 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ლელა მარიდაშვილმა გამოაცხადა.

პატიმრობა შეეფარდათ 4 ოქტომბრის მოვლენებზე დაკავებულები პირებიდან 4-ს: თორნიკე მჭედლიშვილს, აბო ნავერიანს, ევა შაშვიაშვილსა და დავით სტურუას.

4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში შსს-მ სულ 23 ადამიანი დააკავა, კიდევ 3-ს ეძებენ.

4 ოქტომბერსვე დააკავეს მოძრაობა ეროვნული კრების ლიდერები - პაატა ბურჭულაძე, მურთაზ ზოდელავა, ირაკლი ნადირაძე, პაატა მანჯგალაძე და ლაშა ბერიძე.

მათ 7 ოქტომბერს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.


close დახურვა