სასამართლომ Facebook-ის ქართველ მომხმარებელს საჯარო პოსტის Only Me-ზე გადაყვანა დაავალა.
ადვოკატ სერგი ჯორბენაძის თქმით, განჩინება თბილისის საქალაქო სასამართლომ 1-ლ თებერვალს გამოიტანა.
მოქალაქე ამბობს, რომ სხვა პირმა ფეისბუქზე მის შესახებ ცილისმწამებლური ინფორმაცია გამოაქვეყნა და სასამართლოს გზით სწორედ პოსტის შინაარსის უარყოფას ითხოვს.
გადაწყვეტილება მოსამართლემ სარჩელის უზრუნველყოფის სახით მიიღო - სანამ საქმის განხილვა დასრულდება, ფეისბუქ პოსტი, რომელიც გასაჩივრებულია, მოპასუხემ აუდიტორია უნდა შეზღუდოს და პოსტი only me-ზე (მხოლოდ ჩემთვის) გადაიყვანოს.
ადვოკატის თქმით, სასამართლომ მოსარჩელეს ასევე დაუკმაყოფილა სხვა მოთხოვნები და მოპასუხეს Youtube-ზე განთავსებული ვიდეოს საჯაროობის შეზღუდვაც დაავალა.
სერგი ჯორბენაძე ამობობს, რომ სასამართლომ ასევე დააკმაყოფილა მოთხოვნა, რომლითაც მომხმარებელს (მოპასუხეს) დავის დასრულებამდე აეკრძალა თავისი Facebook ანგარიშის წაშლა.