თბილისის საქალაქო სასამართლოს ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილისა და მისი ოჯახის წევრების სახელზე გამოწერილი შემაკავებელი ორდერები ძალაში დატოვა - ამის შესახებ ინფორმაციას ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ აქვეყნებს. PHR ნელი დოროყაშვილის უფლებებს იცავს.
„ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში დასრულდა 9-საათიანი პროცესი, სადაც ნიკოლოზ ბასილაშვილის მხარე ითხოვდა მისი და მისი ოჯახის წევრების მიმართ გამოცემული შემაკავებელი ორდერების გაუქმებას. სასამართლომ ნელი დოროყაშვილისა და მისი არასრულწლოვანი შვილის დასაცავად გამოცემული ყველა შემაკავებელი ორდერი ძალაში დატოვა", - ვკითხულობთ განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილს ყოფილი მეუღლე ძალადობაში სდებს ბრალს.