თბილისის საქალაქო სასამართლომ დაცვის მხარის შუამდგლომლობა არ დააკმაყოფილა და „მთავარი არხის“ მეწილე გიორგი რურუა პატიმრობაში დატოვა.
შეგახსენებთ, რომ გიორგი რურუა 18 ნოემბერს დააკავეს. ის სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით არის დაკავებული, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შენახვა-ტარებას გულისხმობს.
