logo
ENG



სასამართლომ გიორგი რურუა პატიმრობაში დატოვა

11 ივნ 202018:10
3 წუთის საკითხავი
 
prd22tq225ruqhq.png

თბილისის საქალაქო სასამართლომ "მთავარი არხის" მეწილე გიორგი რურუა პატიმრობაში დატოვა.

რურუას სასამართლო პროცესი ცოტა ხნის წინ დასრულდა. პროცესზე ბრალდების მხარის ორი მოწმე უნდა დაკითხულიყო, თუმცა ისინი სასამართლოში არ გამოცხადდნენ.

შეგახსენებთ, გიორგი რურუა გასული წლის 18 ნოემბერს დააკავეს. დღემდე ადვოკატებმა რურუას გათავისუფლება რამდენჯერმე მოითხოვეს, თუმცა მოსამართლემ დაცვის მხარი შუამდგომლობა არცერთ შემთხვევაში არ დააკმაყოფილა.


close დახურვა