logo
ENG



სასამართლომ ენმ-ის წევრებს, ლაშა ქველაძეს და არიფ იუსუფოვს 4000-ლარიანი გირაო შეუფარდა

05 ოქტ 202014:42
3 წუთის საკითხავი
 
q5eea58ctaej8da.jpg

სასამართლომ ენმ-ის წევრებს, ლაშა ქველაძეს და არიფ იუსუფოვს 4000-ლარიანი გირაო შეუფარდა და გადახდის ვადად 60 დღე დაადგინა. 

ისინი საპატიმროდან გირაოს გადახდის შემდეგ გათავისუფლდებიან

ლაშა ქველაძე და რაუფ იუსუფოვი შსს-მ ბოლო 2 დღის განმავლობაში დააკავა. მათ ბრალად ქართული ოცნების აქტივისტებზე ფიზიკური ძალადობა ედებათ. აღსანიშნავია, რომ ორივე მათგანი ფიზიკურ ძალადობაში მმართველი გუნდის წევრებს და მხარდამჭერებს ადანაშაულებს. 

ენმ-ის მარნეულისა და გარდაბნის მაჟორიტარობის კანდიდატი, აზერ სულეიმანოვი ამბობს, რომ იუსუფოვის და ქველაძის დაკავება პოლიტიკურად არის მოტივირებული და რომ ქართული ოცნება ცდილობს ზეწოლას პოლიტიკურ ოპონენტებზე. 

29 სექტემბრის ინციდენტზე, როცა ქართული ოცნების ოფისთან თავს დაესხნენ ენმ-ის წევრებს, სამოქალაქო აქტივისტებს და ჟურნალისტებს, შსს-მ სულ 3 ადამიანი დააკავა. მათგან ერთ-ერთია ლაშა ქველაძე. ასევე, დაკავებულია ქართული ოცნების 2 წევრი. 

29 სექტემბრის თავდასხმაში ქართული ოცნების მხრიდან 10-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა. დაზარალებულები მათი პასუხისმგებლობის დაყენებასაც ითხოვენ. მათ შორის არიან მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარე, ამირან გიორგაძე და საკრებულოს წევრები.


close დახურვა