logo
ENG



სასამართლომ ზურაბ ვარდიაშვილი 2200 ლარით დააჯარიმა

18 აპრ 202317:13
3 წუთის საკითხავი
 
2023/04/18/bk1l1nl508iyljf.jpg

თბილისის საქალაქო სასამართლომ პუბლიკას დირექტორი და ჟურნალისტი ზურაბ ვარდიაშვილი 2200 ლარით დააჯარიმა. ვარდიაშვილი 2 მარტის პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე ადმინისტრაციული წესით დააკავეს. მას წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავებოდნენ.

როგორც გამოცემა პუბლიკა აღნიშნავს, მის მიმართ შედგენილ სამართალდარღვევის ოქმში წერია, რომ "ვარდიაშვილი იგინებოდა ხმამაღლა, იყენებდა უწმაწურ სიტყვებს, არ ემორჩილებოდა პოლიციის არაერთგზის კანონიერ მოთხოვნას, რომ გაეთავისუფლებინა გზა".

ზურა ვარდიაშვილი ბრალდებას არ იზიარებს და უარყოფს პოლიციის განცხადებას, რომ წინააღმდეგობას უწევს და იგინებოდა.

ამავე აქციაზე დააკავეს ტაბულას ჟურნალისტი ბექა ჯიქურიშვილი, რომლის საქმეზე სასამართლო გადაწყვეტილებას 19 მარტს მიიღებს.


close დახურვა