logo
ENG



სასამართლომ ზურაბ ჯაფარიძესა და ნიკა მოსიაშვილს 2 500-2 500-ლარიანი ჯარიმა შეუფარდა

28 ივნ 202311:21
3 წუთის საკითხავი
 
2023/06/28/0gezrt7r54569km.png

გირჩი- მეტი თავისუფლების ლიდერებს ზურაბ ჯაფარაძეს და ნიკა მოსიაშვილს 7-8 მარტის აქციების საქმეზე სასამართლომ 2 500-2 500-ლარიანი ჯარიმა შეუფარდა. 

ჯაფარიძესა და მოსიაშვილს ბრალად ედებათ წვრილმანი ხულიგნობა და კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობა [166-ე და 173-ე მუხლები].

მოსიაშვილი და ჯაფარიძე 7 მარტს მშვიდობიან აქციაზე დააკავეს. 

ოჯახის წევრების და ადვოკატების ინფორმაციით, ზურა ჯაფარიძეს ფიზიკური დაზიანებები ჰქონდა - მას დაკავების შემდეგაც სცემეს.

9 მარტს ნიკა მოსიაშვილს თავის ტვინის შერყევა დაუდგინდა.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, ტექნიკურად იყო დაზიანებული საჯარო დაწესებულებებზე განთავსებული კამერები, რომელთაც 8 მარტის აქციაზე პოლიციელების მხრიდან ზურა ჯაფარიძისა და ნიკა მოსიაშვილის მიმართ ძალადობა უნდა დაეფიქსირებინათ. 


close დახურვა