ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში „ევროპული საქართველოს“ წევრის გიგი უგულავას განაჩენი გამოცხადდა.
აეროპორტშ მომხდარი ინცინდენტის ფაქტზე, უგულავას მოსამართლემ 2 000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა და პირადობა და პასპორტი ჩამოართვა.
შეგახსენებთ, გიგი უგულავას და გიორგი გაბაშვილს თბილისის აეროპორტში თავს ორი პირი დაესხა აეროპოპორტში ევროპული საქართველოს ლიდერებს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.
"ფორმულამ" ექსკლუზიურად გაარკვია ახალი დეტალები ძიუდოისტ ბადრი გავაშელიშვილის შესახებ - სპორტსმენი, რომელიც გიგი უგულავასა და გოკა გაბაშვილს აეროპორტში თავს დაესხა და თავად უჩივის ცემის ფაქტზე ოპოზიციის ლიდერს, დაახლოებით ერთი თვის წინ საპროტესტო აქციაზე პროვოკატორთან ერთად იმყოფებოდა. გავაშელიშვილი იმ ინციდენტში მონაწილეობდა, რომელიც სამართალდამცველების ჩარევით განიმუხტა. 16 ნოემბერს ღამე ის თან ახლდა პირს, რომელიც პარლამენტის წინ აქციაზე მოპედით შეიჭრა და მონაწილეებს დაუპირისპირდა. აქციის მონაწილეები იხსენებენ, რომ გავაშელიშვილი სუს-ის ზონდერებთან ერთად იმყოფებოდა და თავდასხმაც უგულავა-გაბაშვილზეც სწორედ ხელისუფლების ორგანიზებულია.