logo
ENG



სასამართლოს გადაწყვეტილებით, ვაჟა ანანიძეს ბათუმის საზღვაო აკადემიაში აღადგენენ

07 ოქტ 202116:50
3 წუთის საკითხავი
 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, საზღვაო აკადემიამ პროფესორი ვაჟა ანანიძემ სამსახურში უნდა აღადგინოს. 

საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველოს იურისტის, ანა ბერძენიშვილის განმარტებით, სასამართლომ ანანიძის სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა და აკადემიაში კოორდინატორის პოზიციაზე აღადგენენ. ასევე, აკადემიამ ვაჟა ანანიძეს კომპენსაციის სახით 25 000 ლარი უნდა გადაუხადოს და ასევე, აუნაზღაუროს გათავისუფლების დღიდან დღემდე განაცდური ხელფასი.

პროფესორი აკადემიურ თანამდებობაზე არ დააბრუნეს. ანა ბერძენიშვილის თქმით, ამ გადაწყვეტილების გასაჩივრებასთან დაკავშირებით იმსჯელებენ.

ვაჟა ანანიძე ბათუმის საზღვაო აკადემიიდან გასულ წელს გაათავისუფლეს. მისი თქმით, მიზეზი გახდა ის, რომ მან საზღვაო აკადემიის რექტორი და რამდენიმე პროფესორი პლაგიატში დაადანაშაულა.

აკადემიამ კი მისი გათავისუფლების ოფიციალურ მიზეზად დისციპლინური გადაცდენა დაასახელა.

ანანიძემ ეს მიზეზი დაუსაბუთებლად მიიჩნია და ბათუმის საქალაქო სასამართლოში გაასაჩვრა, პარალელურად კი აკადემიის შენობასთან ერთკაციან აქციას მართავდა. 


close დახურვა