ორგანიზაცია საქართველოს სასამართლო გუშაგის ცნობით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით, პირველი და მეორე ინსტანციის მოსამართლეები ნოემბერში დანამატებს მიიღებენ, რომელთა ჯამი ნახევარ მილიონ ლარს აჭარბებს.
ორგანიზაციის განცხადების თანახმად, მოსამართლეები დანამატის სახით თანამდებობრივი სარგოს 50%-ს მიიღებენ, რაც ჯამში დაახლოებით 685 750 ლარს შეადგენს.
დანამატების გაცემის შესახებ გადაწყვეტილება იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 2024 წლის 11 ნოემბერს მიიღო. ორგანული კანონის მიხედვით, მოსამართლის შრომის ანაზღაურება შედგება თანამდებობრივი სარგოსა და დანამატისგან.
რაც შეეხება თანამდებობრივ სარგოს, საერთო სასამართლოების შესახებ ოგრანული კანონის მიხედვით შემდეგია:
- სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე – 5 800 ლარი;
- სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე – 5 600 ლარი;
- სააპელაციო სასამართლოს პალატის (კოლეგიის) თავმჯდომარე – 5 300 ლარი;
- სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე – 5 000 ლარი;
- რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარე – 4 600 ლარი;
- რაიონული (საქალაქო) სასამართლოს კოლეგიის თავმჯდომარე – 4 300 ლარი;
- რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლისა, მაგისტრატი მოსამართლე – 4 000 ლარი.
ორგანიზაციის ცნობით, აქედან გამომდინარე, მოსამართლეებისთვის, თანამდებობების მიხედვით, ჯამურად გაწერილია შემდეგი ოდენობა.