დღეს საქალაქო სასამართლოში "პატრიოტთა ალიანსის" დეპუტატის ემზარ კვიციანის ძმის შვილის ბექა კვიციანის ორი სასამართლო სხდომა გაიმართება.
პირველ პროცესზე მხარეების მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებათა დასაშვებობაზე იმსჯელებენ. დაცვის მხარე სხდომაზე სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტის საკითხს დააყენებს.
სხდომის დასრულების შემდეგ კი მეორე პროცესიც დაიწყება, რომელზეც წინა სასამართლო სხდომაზე ბექა კვიციანის მხრიდან სავარაუდოდ მოსამართლისადმი სიტყვიერ შეურაცხყოფაზე იმსჯელებენ.
"განიხილება ბრალდების და დაცვის მხარის მტკიცებულებების დასაშვებობის საკითხი.საქმეში წარმოდგენილი არც ეერთი მტკიცებულებით არ დასტურდება ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის ბრალეულობის საკითხი. დაცვის მხარე დააყენებს სამართლებრივი დევნის შეწყვეტის საკითხს“, - ამბობს ადვოკატი მუხრან ღურწკაია.
შეგახსენებთ, რომ ემზარ კვიციანის ძმის შვილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით არის დაკავებული.