გიორგი რურუას სასამართლო პროცესზე მისულ ნიკა გვარამიას უცობმა პირმა ფიზიკური შეურაცხყოფა და დაზიანება მიაყენა. შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც ტელეკომპანია "მთავარის" ხელმძღვანელი და რურუას ადვოკატი ნიკა გვარამია სიგარეტის მოსაწევად შენობიდან გამოვიდა.
დაზიანებები გვარამიას ცხვირისა და თვალის არეში აქვს მიყენებული და როგორც თავად ამბობს, არ იცის თუ ვინ ჩაიდინა ეს ფაქტი.
"არ ვიცი ვინ იყო, მაგრამ აუცილებლად გავიგებ", - ამბობს გვარამია.