logo
ENG



სასამართლოში სააკაშვილის პროცესი დაიწყო, მას სხდომაზე დასწრების უფლება ისევ არ მისცეს

16 ნოე 202112:49
3 წუთის საკითხავი
 

თბილისის საქალაქო სასამართლოში საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. ყოფილ პრეზიდენტს სხდომაზე დასწრების უფლებას ისევ აძლევენ.

სასამართლო პროცესი ერთი საათის დაგვიანებით დაიწყო, რადგან სააკაშვილი სპეციალურ ოთახში უნდა გადაეყვანათ, საიდანაც ის საქალაქო სასამართლოში დისტანციურად ჩაერთვებოდა. თავიდან თქვეს, რომ ტექნიკური ხარვეზის გამო ვერ ხერხდებოდა ჩართვა, თუმცა, შემდეგ როგორც მოსამართლემ განმარტა, დისტანციურად ჩართვაზე თავად მიხეილ სააკაშვილმა თქვა უარი. 

ყოფილი პრეზიდენტის უფლებადამცველები ითხოვდნენ ოფიციალურად განემარტათ, რატომ არ მისცეს მიხეილ სააკაშვილს სხდომაზე დასწრების უფლება არც დღეს, რასაც მოსამართლესა და ადვოკატებს სიტყვიერი დაპირისპირება მოყვა.

მიხეილ სააკაშვილმა 1-ლ ოქტომბერს თქვა, რომ საქართველოში ჩამოვიდა. ის იმავე საღამოს დააკავეს, თუმცა, ბრალი 20 დღის შემდეგ წარუდგინეს. 

ასევე, საზღვრის უკანონოდ კვეთაში დახმარებისთვის, დანაშაულის დაფარვის მუხლით, ბრალი წარდგენილი აქვთ ელგუჯა ცომაიას, გიორგი ნარიმანიძეს და მამა-შვილ წოწორიებს

მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ, საზღვრის კვეთის გარდა, კიდევ 2 საქმეზე მიმდინარეობს სასამართლო განხილვა - 7 ნოემბრის და ე.წ პიჯაკების საქმეზე. ყოფილი პრეზიდენტი არც ერთ პროცესს არ დაასწრეს. პენიტენციურმა სამსახურმა მიზეზად მისი მხარდამჭერების მხრიდან "შესაძლო დესტრუქცია" დაასახელა, რომელიც სახელმწიფოს დამხობას ისახავს მიზნად. 


close დახურვა