თბილისის საქალაქო სასამართლოში საზღვრის უკანონოდ კვეთის საქმეზე ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. სააკაშვილი პროცესს არ ესწრება.
მან გუშინ თქვა, რომ თავს სუსტად გრძნობს და სხდომაზე დასწრებას ვერ შეძლებს.
დღევანდელ პროცესზე მხარეების მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელებენ.
მიხეილ სააკაშვილმა 1-ელ ოქტომბერს თქვა, რომ საქართველოში ჩამოვიდა. ის იმავე საღამოს დააკავეს, თუმცა, ბრალი 20 დღის შემდეგ წარუდგინეს.
საზღვრის უკანონოდ კვეთის ბრალდებით სააკაშვილთან ერთად, იმავე მუხლით ბრალდებულია ელგუჯა ცომაია.
ასევე, სააკაშვილის დახმარებისთვის ბრალდებულები არიან გიორგი ნარიმანიძე და მამა-შვილი წოწორიები.
მათი საქმეები ერთმანეთისგან გამოყვეს და სასამართლო ცალ-ცალკე ეპიზოდებად განიხილავს.