ახალგაზრდა კაცმა საკუთარ დედას ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა, კვალის დაფარვის მიზნით კი ცხედარი სახლის ეზოში დაწვა. როგორც მეზობლები აცხადებენ, დედა-შვილი ისანში, გეთიას ქუჩაზე წლების მანძილზე ცხოვრობდა. ადგილობრივები მედიასთან ჰყვებიან, რომ მათ შორის კონფლიქტი არასდროს შეუნიშნავთ.
დედის მკვლელობაში ბრალდებული 29 წლის კაცი სამართალდამცავებმა დამამძიმებელ გარემოებაში ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით უკვე დააკავეს. დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.