logo
ENG



სასტიკი ომის 34 დღე

29 მარ 202220:40
3 წუთის საკითხავი
 

რუსეთის შეჭრის შედეგად უკრაინის ზარალი ერთ ტრილიონ დოლარს აღემატება, - ეს ეკონომიკა. ოკუპანტების მიერ მოკლული უკრაინელების შესახებ ცნობები დაუზუსტებელია. მარიუპოლს მიღმა, რუსი ოკუპანტების აგრესიას, ომის დაწყებიდან დღემდე, 144 ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა.

გაეროს ბავშვთა ფონდის მონაცემებით, იძულებით გადაადგილებულთა შორის 4 მილიონზე მეტი ბავშვია. მოზარდები და მათი მშობლები უყვებიან ფორმულას უმძიმეს ამბებს საომარი ზონებიდან, როგორ იბრძოდნენ სიცოცხლისთვის თავშესაფრებში, დიდი ნაწილი უკვე ბანაკებშია, მამები მოზარდებს უსაფრთხო ადგილას ტოვებენ და ომში ბრუნდებიან.


close დახურვა