logo
ENG



სასულიერო პირი სტაბილურად საყურადღებოა - ბოჭორიშვილის კლინიკა

16 აპრ 202010:33
3 წუთის საკითხავი
 

ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მაკა სოლოღაშვილის ინფორმაციით, კლინიკაში ამ დროისთვის 22 კოვიდინფიცირებულუ პაციენტი გადის მკურნალობას. 

სოლოღაშვილის თქმით, ყველა პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია. რაც შეეხება სასულიერო პირს, მისი მდგომარეობა არის საყურადღებო. 

"გვყავს 22 დადასტურებული დიაგნოზი. დაემატა 1 პაციენტი. სულ მკურნალობს ბოქსირებულ ნაწილში 51 პაციენტი. აქედან 18 წლამდე ასაკის არის 7. 13 პაციენტი ჩაერთვება კვლევაში დღეს და ხვალისთვის გვექნება პასუხები. 9 პაციენტი არის საყურადღებო. სასულიერო პირის მდგომარეობა უცვლელია. იგი სტაბილურად საყურადღებოა. რაც შეეხება ახალ პაციენტს, ის დაინფიცირდა ოჯახის წევრისგან", - განაცხადა სოლოღაშვილმა.  


close დახურვა