logo
ENG



სასწავლო წელს მოსწავლეები ისევ სახლებიდან დაიწყებენ

31 აგვ 202120:29
3 წუთის საკითხავი
 

სასწავლო წელს მოსწავლეები ისევ სახლებიდან დაიწყებენ. სკოლებში, უმაღლეს სასწავლებლებსა და პროფესიულ კოლეჯებში 15 სექტემბრიდან 4 ოქტომბრამდე სწავლა დისტანციური იქნება. მთავრობამ გაეროს ბავშვთა ფონდისა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაცია არ გაითვალისწინა - რომ პანდემიის დროს სკოლები ყველაზე გვიან უნდა იხურებოდეს და ყველაზე ადრე იხსნებოდეს გაიხსნას. სპეციალისტები ამბობენ, რომ ბავშვებმა განათლების მიღების მხრივ, შესაძლოა, გამოუსწორებელი ზიანი მიიღონ.


close დახურვა