მესამე დღეა, სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ადმინისტრაციული შენობა პროტესტის ეპიცენტრი გახდა. თანამშრომლები ღირსეული ანაზღაურებისა და შრომითი პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით უწყვეტ პროტესტს ახლა უკვე დირექტორის კაბინეტთან განაგრძობენ. ადმინისტრაციასთან შეხვედრა გუშინ შედგა. მიიღეს ჯერჯერობით მხოლოდ დაპირება, რომ სასწრაფოს ექიმების და მძღოლების პრობლემებს ჯანდაცვის სამინისტროს გააცნობენ, მაგრამ ამ მხრივ წინსვლა არაა.