logo
ENG



სატყეო სააგენტო ხე-ტყეს ე.წ. საქმიან ეზოებში დაასაწყობებს

03 ივნ 202010:23
3 წუთის საკითხავი
 

ეროვნული სატყეო სააგენტო ხე-ტყის დამზადების პრაქტიკას ცვლის. სააგენტო ხე-ტყეს ამიერიდან  ე.წ. საქმიან ეზოებში დაასაწყობებს. საქმიანი ეზო საქართველოს ყველა რეგიონში მოეწყობა. 

ეროვნული სატყეო სააგენტოს ინფორმაციით, ახალი სისტემა კერძო კომპანიებს ხე-ტყის შეძენასა და სასურველ დროში ტრანსპორტირებაში დაეხმარება.

„ახალი ტყის კოდექსის სიახლეებთან ერთად სააგენტო იწყებს ეზოების მოწყობას. აქ მოხდება მერქნის დასაწყობება და რეალიზაცია. მოსახლეობას შეეძლება შეიძინოს მათთვის სასურველი შეშა ნებისმიერ დროს," - აცხადებს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე.


close დახურვა