logo
ENG



საუთპორტში შეიარაღებული პირის თავდასხმის შედეგად ორი ბავშვი დაიღუპა

30 ივლ 202401:02
3 წუთის საკითხავი
 
2024/07/30/940617ky2vgyven.png
REUTERS

საუთპორტში შეიარაღებული პირის თავდასხმის შედეგად ორი ბავშვი დაიღუპა. ინფორმაციას საუთპორტის პოლიციის უფროსი ავრცელებს.

მისივე თქმით, მძიმე მდგომარეობაში იმყოფება კიდევ ექვსი ბავშვი. ორი ზრდასრულის ჯანმრთელობის მდგომარეობა კი კრიტიკულია.

დანით შეიარაღებული პირი ცეკვის სკოლაში მაშინ შეიჭრა, როდესაც შენობაში ტეილორ სვიფტისადმი მიძღვნილი ღონისძიება მიმდინარეობდა. 

შემთხვევა დღეს, ადგილობრივი დროით 11:50 საათზე მოხდა.

პოლიციამ 17 წლის თავდამსხმელი დააკავა.

 


close დახურვა