logo
ENG



საუნივერსიტეტო კლინიკაში მოთავსებული 5 ჯარისკაციდან, 2 მარნეულში იმყოფებოდა

26 მარ 202013:04
3 წუთის საკითხავი
 

პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა მარნეულში მყოფი ჯარისკაცები მოინახულა. სესიაშვილი ადგილზე არსებულ ვითარებასაც გაეცნო. 

ამასთან, დეპუტატმა დაადასტურა ინფორმაცია, რომ პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მოთავსებული 5 ჯარისკაციდან, 2 მარნეულში იმყოფებოდა.

სესიაშვილის თქმით, ჯარისკაცებს ყველა საჭირო გამოკვლევა უკვე ჩაუტარდათ და მათ სავარაუდოდ კოვიდ-19 არ დაუდასტურდებათ. 

შეგახსენებთ, რომ გუშინ ღამით პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში საეჭვო სიმპტომებით 5 ჯარისკაცი გადაიყვანეს. 4 ჯარისკაცის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მათ ტემპერატურა აღარ აქვთ, თუმცა მეოთხე ჯარისკაცი მძიმედ არის და მას პნევმონია აქვს. 


close დახურვა