პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული ორსულის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია.
გარდა ამისა, ასევე სტაბილურია იმ ახალგაზრდა კაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელსაც კორონავირუსი გუშინ დაუდასტურდა.
"24 წლის ორსულის მდგომარეობა სტაბილურია. არანაირი პათოლოგია არ იკვეთება. მხოლოდ იმიტომ რომ არ ვიცით, როგორ მიდის ორსულ ქალში ვირუსი, ვაგრძელებთ მეთვალყურეობას. დინამიკა დადებითია.
მამაკაცის მდგომარეობა ასევე სტაბილურია. რაც შეეხება 62 წლის ქალს (რომელიც მარნეულში დაინფიცირდა), უარყოფითი დინამიკა მის მდგომარეობაში არ არის.
ამ წუთას 15 ინფიცირებული გვყავს კლინიკაში. ყველა პაციენტი არის სტაბილური და მათი მდგომარეობა არის მართვადი", - განაცხადა ლევან რატიანმა.