logo
ENG



საფარი - ეკა ჩხეიძის ადევნების საქმეზე ბრალდებულს პირობითი მსჯავრი მიესაჯა

29 იან 202018:45
3 წუთის საკითხავი
 
8edbjbgezl7fqmx.jpg

არასამთავრობო ორგანიზაცია „საფარის“ ინფორმაციით, მსახიობ ეკა ჩხეიძის ადევნების საქმეზე ბრალდებულს პირობითი მსჯავრი მიესაჯა. 

როგორც ორგანიზაციის განცხადებაშია ნათქვამი,  გასული წლის 28 სექტემბერს, შსს-მ ქორწინების იძულების ბრალდებით დააკავა პირი, რომელიც მუდმივად ცდილობდა, ჩხეიძის სიახლოვეს ყოფილიყო, მას 2 წლის მანძილზე საშინლად აწუხებდა, დაქორწინებას აძალებდა, წინააღმდეგ შემთხვევაში, თვითმკვლელობით აშანტაჟებდა. ერთ-ერთი მსგავსი ინციდენტისას, მან ეკა ჩხეიძის საცხოვრებელი სახლის სადარბაზოში პნევმატური იარაღიდან გაისროლა.

„საქმის მასალების გაცნობის შემდეგ, საფარის იურისტებმა მიიჩნიეს, რომ მოძალადის მიერ ეკა ჩხეიძის მიმართ განხორციელებული ქმედება იყო არა მხოლოდ ქორწინების იძულება, არამედ – ადევნება, რომელიც უკვე წლებია, მის მიმართ მიმდინარეობს.
ეკა ჩხეიძის განმარტებით, რამდენიმე წლის მანძილზე, მას უჩა მიშველაძე ფაქტობრივად გასაქანს არ აძლევდა, არასასურველი კომუნიკაციით აწუხებდა. ბოლო პერიოდში, იგი გახდა აგრესიული, გადმოვიდა სიტყვიერ შეურაცხყოფაზე, ჩხეიძეს უშვერი სიტყვებით მოიხსენიებდა.

საფარის შუამდგომლობის საფუძველზე, პროკურატურის მიერ ეკა ჩხეიძის ფსიქიკური ტანჯვის დასადგენად დაინიშნა სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზა. ექსპერტიზამ დაადგინა, რომ  დაზარალებული ავლენდა ძალადობის მსხვერპლი ქალისათვის დამახასიათებელ ფსიქო-ტრავმულ ნიშნებს.
საფარის შუამდგომლობების საფუძველზე, სწორი სამართლებრივი შეფასება მიეცა უჩა მიშველაძის ძალადობრივ ქმედებებს და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 23 იანვრის განაჩენით, მას მიესაჯა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, 3 წლის გამოსაცდელი ვადით. ასევე, მას 3 წლის ვადით აეკრძალა იარაღის შეძენისა და ტარების უფლება“, - ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.


close დახურვა