საფეხბურთო კლუბ “საბურთალოს“ ერთ-ერთ სტადიონს გარდაცვლილი 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის სახელი მიენიჭა.
მოედნის გახსნაზე შაქარაშვილის ოჯახის წევრებიც იმყოფებოდნენ, თუმცა მათ მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებიათ.
გიორგი შაქარაშვილი 19 ივნისს დაიკარგა - მისი ცხედარი 22 ივნისს, მდინარე არაგვში იპოვეს.
ექსპერტიზის დასკვნით, შაქარაშვილის გარდაცვალების მიზეზი არის ასფიქსია წყალში დახრჩობით.
საქმე გადაკვალიფიცრებულია და ძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს დამამძიმებელ გარემოებაში - 17 დაკავებულიდან აღნიშნული მუხლი არავის აქვს წარდგენილი.