logo
ENG



საფრანგეთი და ავსტრალია უკრაინისთვის საარტილერიო ჭურვების ერთობლივ წარმოებას დაიწყებენ

31 იან 202301:15
3 წუთის საკითხავი
 
2023/01/31/a1ly0wxu5vsa2kr.png

საფრანგეთი და ავსტრალია უკრაინისთვის საარტილერიო ჭურვების ერთობლივ წარმოებას დაიწყებენ. ამის შესახებ ქვეყნების საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრებმა განაცხადეს.

როგორც მინისტრები აღნიშნავენ, პროექტი მრავალმილიონიანია და მის ფარგლებში რამდენიმე ათასი ჭურვი იწარმოება. მათივე თქმით, ამ პროექტში ქვეყნების თანამშრომლობა გრძელვადიანი იქნება.

"ეს არის იმ მხარდაჭერის ნაწილი, რომელსაც საფრანგეთი და ავსტრალია უწევენ უკრაინას, რათა დარწმუნდნენ, რომ უკრაინა შეძლებს დაასრულოს კონფლიქტი საკუთარი პირობებით", - განაცხადა ავსტრალიის თავდაცვის მინისტრმა.


close დახურვა