logo
ENG



საფრანგეთი და გერმანია მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას დაფინანსებას უზრდიან

26 ივნ 202009:02
3 წუთის საკითხავი
 

საფრანგეთი და გერმანია მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას დაფინანსებას უზრდიან. გადაწყვეტილების შესახებ ჟენევაში, სამმხრივი შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი.

გერმანიის ჯანდაცვის მინისტრის თქმით, ქვეყანა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას მიმდინარე წელს ნახევარ მილიონ ევროზე მეტით დაეხმარება. საფრანგეთი კი მზად არის ორგანიზაციას დამატებით 140 მილიონი ევრო გადაუხადოს.


close დახურვა